ჟურნალი “ბომონდი”

რუსკა მაყაშვილი ჟურნალ “ბომონდისთვის” მაისის ნომერი

როგორც ხედავთ სურათები ბუნებაშია გადაღებული, რაც ასოცირდება თბილ დღეებთან… რუსკა ამ სურათებში ულამაზესად გამოიყურება. ფოტოების ავტორია Sasha Prishvin-

გთავაზობთ რუსკას ინტერვიუს სურათებთან ერთად

“რუსკას ვუყურებ და მომწონს… მინდება გავიგო, “ბავშვებისა და თინეიჯერების თანამედროვე კერპი” რას აკეთებდა ბავშვობაში და როგორი იყო.
ცელქი და ალქაჯი ყოფილა… ბიჭებთან თამაშობდა და სულ ამოსვრილი დადიოდა. საოცრებებს სჩადიოდა და კოშმარულ ამბებს იგონებდა, თითქოს ეს ამბები მას გადახდენოდა. სადისტურ ლექსებსა და ზღაპრებს წერდა და თმაგადაპარსული დადიოდა. 

ფეხბურთსაც თამაშობდა და ტილებიც კი ჰყავდა. ამის გამო თმაც კი გადაპარსეს. ყოველთვის იცოდა, რომ გამოვიდოდა მსახიობი. დედა თეატრალურის სტუდენტი იყო და დასთან ერთად ხშირად დაჰყავდა ლექციებსა და სპექტაკლებზეც. ამიტომაც ეს მისთვის თავიდანვე გათავისებული პროფესია იყო, სხვა პროფესიაზე არც კი უფიქრია. საოცარი სტუდენტობა ჰქონდა და ხშირად უოცნებია, ის დრო დაბრუნებულიყო. ახლა ისეთი აღარაა სტუდენტობა. ამას წინათ მივიდა ინსტიტუტში დიპლომის ასაღებად (დღემდე არ აუღია) და გული დასწყდა, რომ იქ სიცარიელე და შეცვლილი გარემო დახვდა.

სტუდენტობის დროს მოხდა მის ცხოვრებაში სასწაული – რობიკო სტურუამ აიყვანა დასში… მეოთხეკურსელი რუსკა. დიდხანს არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი არ დასიზმრებია. ის რუსთაველის თეატრის მსახიობი გახდა!!!
პოპულარობა “საქართველოს ბანკის” რეკლამამ მოუტანა. დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მისი ცეკვა ამ ვიდეოში, თუმცა, მეორე მხრივ, დააზარალა კიდეც – სხვა რეკლამების გადაღებაზე აღარ იწვევენ, ანუ ის “საქართველოს ბანკის” არაოფიციალურ სახედ აღიქმება.
სერიალში “გოგონა გარეუბნიდან” - ანჩო თავიდან სხვანაირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსკამ გამოიგონა ისეთი, როგორსაც ყველა ვუყურებთ. მეგონა, რუსკა ანჩოს ძალიან ჰგავდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არა. თითქმის ყველა თინეიჯერი გოგონა ანჩოს ბაძავს, მშობლები კი ამის გამო დარდობენ. თითქმის ასი ათასი ანჩო დადის თბილისში!)))
“ცეკვავენ ვარსკვლავები” – ეს პროექტი მისთვის გამოცდილებაა, მაგრამ არ მოსწონს თავი წამყვანის ამპლუაში. ბევრად უკეთესი მონაწილე იქნებოდა. პირდაპირი ეთერი ხომ ძალიან რთულია…
სიყვარული – გიგი მიგრიაულმა ცოლობა სთხოვა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. შემდეგ იყო გიორგი ყიფიანი, რომელთან ურთიერთობამაც კრახი განიცადა, თუმცა მას ცოლობა არ უთხოვია(!). ძნელია ამგვარი ურთიერთობის დანგრევა, მაგრამ ოპტიმისტია და დეპრესიაში ჩავარდნაც არ სჩვევია.

რუსკა არტისტია – ხალხი მას ანჩოდ აღიქვამს, თუმცა ბევრად საინტერესოა ის სხვა როლებში. მისი საყვარელი გმირია “შობის მეთორმეტე ღამეში” მასხარა მარია.
მუდმივად დაკავებულია, მაგრამ უძილობაც ტანჯავს. დაღლილიც კი ვერ იძინებს და ჩიტების ჭიკჭიკთან ერთად ეძინება სულ რაღაც 2 საათით. შემდეგ კი უნდა გაიღვიძოს და რეპეტიციაზე წავიდეს.
ადამიანები ვერ ამჩნევენ, როდესაც ცუდ გუნებაზეა. პოზიტიური და მხიარულია და უყვარს სიცოცხლე. ამჟამად მარტოა. ძალიან უნდა, ერთი კვირით მაინც დაისვენოს, ძალიან დაიღალა… თუმცა სრულყოფილ ბედნიერებამდე აკლია ბევრი, რაღაც პირადი ბედნიერება, რომელიც ყველაფერს მოასწრებინებს და შეაძლებინებს.
თეო გარდაფხაძემ საგანგებოდ რუსკასთვის შეკერილ ულამაზეს კომბინეზონს ყვავილებისგან გვირგვინიც გაუკეთა ინტერვიუს ჩაწერის დროს. ძალიან მოუხდა. რუსკა მაყაშვილი მაისის “ბომონდისთვის”…

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s