ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი

27 დეკემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში გამოვიდა ახალი საახალწლო ფილმი “ცელქი ბავშვები:ოპერაცია ახალი წელი” სადაც რუსკა მაყაშვილი მონაწილეობს. რუსკას გარდა ფილმში მონაწილეობას იღებენ: ნიკა გრიგოლია, ვახო ბიჭიკაშვილი, ნიტა ლომიძე, ზუკა დარჯანია, ლეო ანთაძე, ნანიკო ხაზარაძე. დუტა სხირტლაძე და სხვები.

230286_418574411547341_507592492_n

 

ფილმის შინაარსი შემდეგნაირია:  ”მსოფლიოში ყველაზე მოუსვენარი და ცელქი და-ძმა მშობლებთან ერთად საახალწლო მოგზაურობაში წასვლას აპირებენ, თუმცა ტურისტულ სააგენტოში მოწყობილი მორიგი აურზაურის გამო მათ მშობლები დასჯიან და საახალწლო მოგზაურობის მაგივრად არქეოლოგ ბაბუასთან ახალი წლის გასატარებლად დატოვებენ….”  

532610_3471167757189_2094369587_n

148266_3471162077047_326889045_n

522654_3460739936500_1191896161_n

 

64652_3460699495489_1567018606_n563811_3460700295509_554373724_n

302765_3460739496489_168404955_n

 

ფოტოები გადაღებებიდან

32388_467522113293533_1147287557_n

196473_467538296625248_1085158705_n

215055_467539019958509_1707391847_n

481750_467539953291749_1223509812_n

598453_467540463291698_98453031_n

The სიძე – “ბომონდი”

The სიძე – ”ბომონდის” სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით I do (+ Backstage)

იმ დღეს მთელი თბილისი თუ არა, მთელი აღმაშენებელ-პლეხანოვის გამზირი ლაპარაკობდა ”მონადირე პატარძლებზე”.

”ბომონდის” ერთგული მკითხველისთვის ცნობილია, რომ ”ბომონდის” ფურცლები არაერთგზის ეთმობა სხვადასხვა სახის არტ-ექსპერიმენტს. 

The სიძე ლევან ჯიბღაშვილია.

ლევან ჯიბღაშვილი (The სიძე) და რუსკა მაყაშვილი (მთავარი საპატარძლო)
სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი მთავარი გმირი, საძაგელი, მოღალატე, აფერისტი ზუკა პროექტზე მუშაობისას ძალიან თბილი, დადებითი და უზომოდ პოზიტიური ადამიანი აღმოჩნდა. თუმცა საპატარძლოების ამგვარი ”ოვერდოზის” შემდეგ, დღის ბოლოს, ნახევრად ხუმრობით გამოაცხადა: ”თქვენ ისე იზამთ, მგონი ცოლს მართლა კარგა ხანს აღარ მოვიყვან”. 🙂

პატარძალი ნომერი №1

რუსკა მაყაშვილი

რუსკა მაყაშვილმა პოსტსაფოტოსესიო პერიოდში მისთვის შეკერილ საქორწინო კაბაზე დაკერებული ვარდები დიდი, სასაცილო ბაფთით შეცვალა. კაბა მაქსიმალურად დაამოკლა, რათა გარუჯულ ფეხებზე ამოცმული ”სნიკერსები” ორიგინალურად გამოჩენილიყო ფოტოზე.

რუსკა მაყაშვილი ვფიქრობ, ყველაზე მეტი შანსი საიმისოდ, რომ დაეწიოს და გაუსწროს პროექტის სასურველ სასიძოს, სწორედ მას აქვს, რადგან ყველაზე ”სპორტული პატარძალია” ყველა პატარძლებს შორის.

რუსკა აცხადებს, რომ ვერ იტანს ტრადიციულ ”ჟენიჭირიმე-ჟენჟემოგევლე” ყანწებისტრიალ-კორიანტელიან ქორწილებს.

”ჩემი ქორწილი აუცილებლად ვიწრო წრეში და ისეთ გარემოში იქნება, სადაც მე ვიგრძნობ თავს კომფორტულად და რაც მთავარია, ძალიან მაგრად გავერთობი” – ამბობს რუსკა.

პატარძალი №2

სკეიტზე დგომის პანიკურად ეშინია და გადაღების ხათრით თანხმდება. საპატარძლო კაბა ტყავის პიჯაკით, ჯაჭვები, ფეხზე ამოცმული ბათინკები… ეს ყველაფერი ქეთი ორჯონიკიძის მიერ განსახიერებული პატარძლის იმიჯია. 

ქეთი ორჯონიკიძე


ამგვარი კაბის ექსკლუზივი, მთელი თავისი საავტორო უფლებით, სწორედ ქეთი ორჯონიკიძეს ეკუთვნის. ყველაფერში ორიგინალურობის მოყვარულია. ამიტომ მისეული წარმოდგენა ქორწილსა და საქორწინო ცერემონიალის დეტალებზეც ექსტრავაგანტურობით გამოირჩევა. ”ჩემი საოცნებო კაბა აუცილებლად პულტით უნდა იმართებოდეს, სიტუაციის შესაბამისად მისი სიგრძე და პარამეტრები სურვილისამებრ რომ ვაკონტროლო. წკაპ, წკაპ, ავწევ; წკაპ, წკაპ, ჩამოვწევ…”

პატარძალი №3

მაკა შალიკაშვილი და რუსკა მაყაშვილი

მაკა შალიკაშვილი პროექტის ყველაზე პრეტენზიული და ”პატარძლური” პატარძალია. სტატისტიკის მიხედვით, ნებისმიერი ქალი, რომელიც პოსტსაპატარძლო მზადებას გადის, ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო პრეტენზიული, მომთხოვნი და ემოციური ხდება ამ პერიოდში.

ხანმოკლე ვადით პრეტენზიულობა ყველა ქალს ეპატიება. მაკამაც, ამ მხრივ, ჭეშმარიტი პატარძლის როლი მოირგო. არავითარი ხაბარდა, კორსეტი და მსგავსი ”ზედმეტობები”. პრონოვიას ულამაზეს, ბერძნულ სტილში შეკერილ სადა კაბას იცვამს, გადაღების პროცესში მოძრაობაში ხელი რომ არ შეუშალოს.

გათვლა სწორია, რადგან სატელევიზიო სიუჟეტი, რომლითაც ”რუსთავი 2”  ფოტოპროექტს აშუქებს, სწორედ მაკას კადრით იწყება. აივანზე გადმოკიდებული პატარძალი ხარაჩოებზე ამძვრალ სასიძოს, რომელიც უკან დადევნებული თეთრკაბოსნების გუნდს გაურბის, მონდომებით ებღაუჭება.

ფოტოსესიის დაგეგმვის პროცესში გაჩნდა იდეა, ღამის სცენები აღმაშენებლის გამზირზე გადაღებულიყო, თუმცა ხანგრძლივი კონსილიუმებისა და სჯა-ბაასის შემდეგ  ხელი აიღეს ამ იდეაზე. ჩათვალეს, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირს მათი ”არტ-კაპრიზის” გამო არავინ გადაგვაკეტვინებდა.

თუმცა მოხდა საოცრება და დღის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში სწორედ აღმაშენებლის გამზირზე გამართულმა ”ხარაჩოების სცენამ” გამვლელების ისეთი დაინტერესება გამოიწვია, რომ გამზირი, ”მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო”, მაინც გადაიკეტა რამდენიმე წუთით. ”პატარძლების მსვლელობას” ქუჩაში ჯერ მოძრაობის შეჩერება, მერე კი მცირეხნიანი პარალიზებაც მოჰყვა.

ლევან ჯიბღაშვილი და საპატარძლოები :) "არ მინდა ცოლი" - ლევანი

 მძღოლების გაღიზიანებული ტონი და მანქანების ხმამაღალი საყვირის ხმა სიტუაციაში უკეთ გარკვევის შემდეგ ხალისიანმა სიცილმა და მობილურით უნიკალური კადრების დაფიქსირების მცდელობამ შეცვალა. ყველას მოეწონა ხარაჩოზე გამწკრივებული პატარძლები და საბრალო სიძე, რომელიც მონდომებით ცდილობს მათგან თავის დაღწევას. ”არ მინდა ცოლი!” – მთელი გამზირის გასაგონად ყვირის როლში შესული ლევან ჯიბღაშვილი.

შებინდებისას კი გადასაღები მოედანი ”მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორიისკენ ინაცვლებს. სიუჟეტს პატარა გმირებიც უერთდებიან. ისინი რუსკა მაყაშვილის – ანუ ”გმირი-დედა-პატარძლის” პოტენციურ შვილებს ასახიერებს.

ყველაფერი ღამის პირველი საათისკენ დასრულდა. დაქანცული მონაწილეები, სკეიტზე სრიალისას თუ ხარაჩოებზე ცოცვისას დასვრილი კაბები, არანაკლებ დაღლილ-დაქანცული სასიძო… ხუმრობა საქმეა, ამდენი პატარძლის შემოტევას გაუძლოს კაცმა? ლევანს დამსახურებულად ეკუთვნის ”ბომონდის გმირი სასიძოს” სახელი და ჯილდო.

:)

ჟურნალი “ბომონდი” – სექტემბრის ნომერი 

ანკეტა – რუსკა მაყაშვილი

სახელი, გვარირუსკა მაყაშვილი

საქმიანობა: მსახიობი

 

1.    რომ არ ყოფილიყავი მსახიობი, იქნებოდი – მოცეკვავე.

2.    რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი – ლოს-ანჯელესში.

3.    ისრასაც არასოდეს გავაკეთებ – საყვარელ ადამიანს არ ვუღალატებ.

4.    ცხოვრებაში ყველაზე  მეტად მინდა, რომ –  მყავდეს ბედნიერი ოჯახი.

5.    ყველაზე მეტად არ მინდა – სიკვდილი.

6.    ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ  – გავმხდარიყავი მსახიობი.

7.    ის, რის(ვის) გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია – დედაჩემის გარეშე.

8.    ჩემი მეგობრები ჩემთვის  –  ყველაფერია, მართლა!

9.    იდეალური კაცი ჩემთვის  – რომელიც არ იტყუება.

10.  ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში  ფეხები 🙂

11.  ისრაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში  ძალიან გულუბრყვილო ვარ.

12.  მჯერა, რომ – “ოსკარს” ავიღებ.

13.  არ მჯერა, რომ   – “ოსკარს” ვერ ავიღებ 🙂

14.  ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ – გულახდილობას.

15.  ყველაზე მეტად მეშინია – ყალბი ადამიანების.

16. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა – ახალგაზრდობა.

17. ისრაც არ მაქვს და  ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს  – ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც არ მაქვს და  მინდა, რომ მქონდეს.

18. ფრაზა, რომელსაც ყოვედღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ – „ოპელი ვერ გევიგე?“

19. ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც მაქვს – მთვარეული ვარ :))

20. ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩენილვარ– ძალიან ხშირია და ამიტომ არ მახსენდება.

21. ყველაზე ხშირად მავიწყდება  – რომ გოგო ვარ.

22. ყოველთვის უნდა მახსოვდეს  –  რომ გოგო ვარ 🙂

23. არ ვიცი და მინდა ვიცოდე  –  ფორტეპიანოზე დაკვრა.

24. მინდა დამიმახსოვრონ  –  ისეთი, როგორიც ვარ.

25. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვღიღინებ  – ძირითადად, მაიკლ ჯექსონის სიმღერებს ვღიღინებ.

26. ისრისი თქმაც სულ მინდოდა და დღესთქვენთან ვამბობ –  რისი თქმაც მინდა, ყოველთვის ვამბობ.

27. წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი – „თამაში ჭვავის ყანაში“.

28. სცენაზე გასვლის წინ, ყოველთვის – პირჯვარს ვიწერ.

29. ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად მინდა, რომ ვფლობდე –   კარგად ვმღეროდე.

30. ზღაპრის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად ვამსგავსებ ჩემს თავს –  ბაბაიაგა 🙂

31. რომ არ ვყოფილიყავი  რუსკა მაყაშვილი ვიქნებოდი – რუსიკო მაყაშვილი:)

by: News.ge

გაზეთი “Prime Time”

რუსკა გაზეთ “Prime Time”-ში – 16.07.2012

რუსკა მაყაშვილი რაგბისტ სანდრო ნიჟარაძესთან ერთად გაზეთ “Prime Time”-ს ყდაზე მოხვდა. ჭორების ამბავი კარგად იცით და ეხლა რუსკას და სანდროს ახალი ჭორი მოუგონეს, რომ ისინი ერთად იყვნენ და ერთმანეთს ხვდებოდნენ 🙂

“პრაიმტაიმმა” რუსკას და სანდროს ინტერვიუ ჩამოართვა. იხილეთ მათი ინტერვიუ და სურათები გაზეთიდან.

სანდრო – „ვიცი ეს ამბავი, დამირეკეს და მითხრეს. რუსკა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ბავშვობიდან ვიცნობ. ივნისში ერთი ტურნირიდან 2 დღით ჩამოვედი და უცბად მოაბეს კუდები. თბილისში სულ ორი დღე ვიყავი და ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ დღეს ერთად ვიყავით და ჭორებიც, ალბათ, ამან გამოიწვია. ვისთანაც ვმეგობრობ, ყველასთან მასეთი რაღაც რომ გამივრცელონ, კარგად ყოფილა ჩემი საქმე“.

რუსკა – „ეგ ამბავი არ დაიჯეროთ. უკვე მეასეჯერ ვამბობ, რომ მე და სანდრო ბავშვობის ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მას და მის დას ანკასაც პატარაობიდან ვიცნობ, მაგრამ სანდროსთან ძალიან დავმეგობრდი. ერთი სამეგობრო წრე გვყავს. ერთი წელი წასული იყო და რომ ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, ვნახე, ძალიან მომენატრა და ახლა თითქმის სულ ერთად ვართ. ეტყობა ერთად რომ გვხედავენ დაასკვნეს, რომ სანდრო კარგი, სიმპათიური, პერსპექტიული რაგბისტი ბიჭი და მე ერთად ვართ. მეტი კარგი საჭორაო თემა რა გინდა? ეტყობა ისე მოეწონათ, რომ უნდათ თქვან, ერთად არიანო. უნდოდეთ, რა ვქნა, მე სულ ასეთ დღეში ვარ. არ მოგვწონს ერთმანეთი და რა გავაკეთო. კარგია, სიმპათიური ბიჭია, კარგი გოგო ვარ, მაგრამ, რა ვქნათ. ეს ამბავი რომ გავრცელდა ერთმანეთში იმდენი ვიცინეთ, რომ ვღრიალებდით, მაგრამ ძალიან სერიოზული სახე მიიღო უკვე ამ ყველაფერმა. მერე იტყვიან, ტყუილი ჭორები არ ვრცელდებაო. როგორ არ ვრცელდება, აბა, მე 55 წლის კაცის საყვარელი ვიყავი?

– ალბათ, სპორტსმენებთან ასოცირდები?

– ძალიან სასაცილოა, სპორტსმენებს ვერ ავცდიი? უკვე სპორტსმენებს მაწერენ. აღარ შემიძლია. ჯერ გიორგის სპორტი და ახლა კიდევ ამისი. ვაცხადებ, რომ მარტო ვარ და არანაირ ახალ ურთიერთობას ჯერჯერობით არ ვაპირებ და მით უმეტეს, სანდრო ნიჟარაძესთან, რომელიც ჩემი მეგობარია. ,

– გიორგის თემა სამუდამოდ დამთავრებულია?

– აუუ, გიორგისთან „ვსიო“… ერთი 5-6 თვის წინ რომ გეკითხა, თავს ასე გადავაგდებდი და დავიწყებდი მოყოლას, ჩემს და გიორგის შორის… და ა.შ. ახლა რაღა დროს გიორგია. მე უკვე მივხვდი, რომ ჩემთვის მარტო ყოფნა არ შეიძლება, რადგან სულ პროგრამაში ვარ და სულ ვიღაცასთან მაწყვილებენ. ახლა სულ ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ და არ მყავს შეყვარებული, საყვარელი მე არ მეყოლება, რადგან არ მივეკუთვნები იმ გოგოების კატეგორიას, რომლებსაც საყვარლები ჰყავთ. მე თუ მექნება ვინმესთან ურთიერთობა, ეს უკვე სერიოზული ურთიერთობა იქნება. მანამდე ასე მარტო ვიქნები. ყველაფერი დანარჩენი ჭორებია, დამირეკეთ ხოლმე  და მე მკითხეთ, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ.

– ამ ზაფხულს რას აპირებ?

– ახლა, ჯაზფესტივალზე მინდა წასვლა. ჩემ და ჩემი დის მეგობრებთან ერთად წავალ. გუშინ მე და სანდრო ვხუმრობდით, გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებული რომ დამინახონ, იმას იტყვიან, რომ გოგოებთან დავიწყე სიარული-მეთქი და იმედია, იქაც არ მომაწერენ, რომ გოგოებთან ერთად დავდივარ. სანდრო იქნება თუ არა ჯაზფესტივალზე, მაგ თემაზე მასთან არ მილაპარაკია. რომ ჩამოვალ, მერე, ალბათ, კვარიათში დავისვენებ, როგორც სამეგობრო წრე გადაწყვეტს, ისე იქნება.

ჟურნალი „სითი“

რუსკა მაყაშვილი ჟურნალ “სითიში” ივნისის ნომერი


გთავაზობთ რუსკას ინტერვიუს სურათებთან ერთად…

მთელი ბავშბობა ფეხბურთს ვთამაშობდი.ძალიან მიყვარდა ბიჭებთან ერთად ტამაში და გოლემიც ხშირად გამქონდა.ბოლოს ბიჭებს ბეზრდებოდათ ჩემთან თამაში,იმიტომ რომ სულ ვმაიმუნობდი.თან მაშინ საბალეტო სკოლაში ვსწავლობდი და ფეხს ძალიან მაღლა ვწევდი.ხან სახეში ხვდებოდათ,ხან თავში.

მიმაჩნია,რომ ზოგადად არასპორტული ადამიანი ვარ,თუმცა 5 წელი მხატვრულ ტანვარჯიშზეც დავდიოდი.ამის გარდა,გოგონების ტურნირზეც ვითამაშე,ჩემმა მეგობრებმა გუნდი შექმნეს,მეც მთხოვეს მეთამაშა.ძალიან კარგი გუნდი ვიყავით.ერთი გოლი მაია ძიძჳგურმა გაიტანა,მეორე მე.მართალია ვერ მოვიგეთ,მაგრამ ნახევარფინალში გავედით.ძალიან კარგად მახსენდება ის დრო. 

 

 

 

მიუხედავად იმისა,რომ ბევრჯერ მითამაშია ფეხბურთი,ასევე ძალიან ხშირად ვუყურებდი მატჩებს.ერთხელ ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი.ფეხბურთში ძალიან კარგად გარკვეული და კომპეტენტური ადამიანების წრეში აღმოვჩნდი,რა თქმა უნდა,საუბრის მთავარი თემაც ფეხბურთი იყო.მეც გადავწყვიტე დისკუსიაში ჩართვა და გამოვაცხადე-FIFA ხომ იგივე UEFA არის მეთქი..:)

 

ხშირად ვუყურებ ფეხბურთს და ”ბარსელონას” გუმშემატკივარი ვარ.ჩემი საყვარელი ფეხბურთელები არიან მესი და ხავი.ველოდები ევროპის ჩემპიონატს.ესპანეთსა და ჰოლანდიას ვგულშემატკივრობ.

 

 

ჩვენი ინტერვიუ – ნინო ელიავასთან ♥

ჩვენ ჩამოვართვით პატარა ინტერვიუ რუსკას საუკეთესო მეგობარ ნინო ელიავას.

რუსკა და ნინო ელიავა ♥
 

მას დავუსვით კითხვები რუსკას შესახებ და შეგიძლით ეს კითხვები ნინოს პასუხებით იხილოთ აქ 🙂 |
\/

1. ნინო, გამარჯობა. ♥ 
სად და როგორ გაიცანით რუსკა? 
– რუსკა გავიცანი კვარიათში. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი 14 წლისები ვიყავით. შეიძლება უფრო პატარებიც.

2. თუ გიჩხუბიათ ოდესმე და რაზე?
– კი, როგორ არა. რაგაცა სისულელეზე ალბად. აღარ მახსოვს.

3. რა უყვარს რუსკას ყველაზე მეტად?
თეატრი.

4.რაზე წუწუნებს ყველაზე ხშირად? ツ
– იმაზე, რომ დასვენებისთვის ცოტა დრო აქვს.

5. რომელია მისი საოცნებო ქვეყანა-ქალაქი?
Los Angeles

6. დაახასიათ რუსანა…
– მხიარული, კეთილი, გემოვნებიანი და ლამაზი.

7. რუსკას ყოველთვის როცა ეკითხებიან საუკეთესო მეგობარს იგი ამბობს თქვენს სახელსა და გვარს „ნინო ელიავა“ არის თუ არა თქვენს შემთხვევაშიც იგივენაირად?
– რათქმაუნდა.


 

8. როგორი მეგობარია რუსკა?
– ძალიან კარგი

9. რა მოგწონთ ყველაზე მეტად რუსკაში?
– ის, რომ ნებისმიერი რამ შემიძლია ვანდო.

10. გადაგხდენიათ შენ და რუსანას ისეთი რამ რაც არასდროს დაგავიწყდებათ?
– კი, ბევრი რამ.

11. როცა მოწყენილია რითი შეიძლება მისი გამხიარულება?
– მთავარია მოწყენილობის მიზეზი დაავიწყო და გადართო სხვა რაღაცაზე. როგორც ნებისმიერ ადამიანს.

12. სად დადიხართ ყელაზე ხშირაად?
ყველაზე ხშირად ალბად აბაშიძეზე საჭმელად ან კი, ჩემთან სახლში ვიკრიბებით.

13. თქვენი საყვარელი როლი, რუსკას მიერ შესრულებული რომელია?
ყველაზე ძალიან “ფსიქოზი 4:48”-ში მომეწონა.

– ნინო, ძაალიან, ძაალიან დიდი მადლობა.. ツ ♥ ბოდიში რომ შეგაწუხეთ. გვიყვარხააართ ძაალიან… ♥ ჩვენი გვერდის ადმინებისგან და მთელი გვერდის მომხმარებლისგააან რუსკას ძალიან, ძალიან დიდი მოკითხვაა.. ♥♥♥

– არაფრის, გკოცნით 


– ჩვენც ძალიან ბეეევრს ..
 

 რუსკა და ნინო ელიავა ♥♥


                               რუსუდან მაყაშვილის ადმინისტრაცია

პეპილოტა ვიქტუალინა როლგარდინა ეფრაიმსდოტერ ანუ რუსკა მაყაშვილი♥

პეპი-ალბათ ყველამ ვიცით ეს პერსონაჟი, მაგრამ ახლა პეპიზე არ ვილაპარაკებთ.
რუსკა მაყაშვილი, ეს არის მსახიობი, რომელმაც 2011 წელს პეპის როლი ითამაშა ზღაპარ “ანო და ვანოს თავგადასავალში”, რომელსაც თავი ძალიან კარგად გაართვა და ხალხს კიდევ უფრო შეაყვარა თავი.

 

ახლა კი ფოტოატელიემ სურპრიზი მოგვიწყო და რუსკას ისევ მისცა შანსი თავისი საყვარელი პერსონაჟი გაენსახიერებინა.                               „ფოტოატელიე 11“ ფოტოკონკურსს აცხადებს. „ორიგინალური პეპი“ ასე ჰქვია კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 5 ივლისამდე შეგიძლიათ მიბრძანდეთ „ფოტოეატელიე 11“-ში და თქვენს მიერ მოფიქრებულ პეპის ფორმაში გადაიღოთ ფოტოები. საუკეთესო ფოტო „ფოტოატელიე 11“-ის ფეისბუქის გვერდზე აიტვირთება. ყველაზე მეტი ლაიქის მქონე ფოტო საჩუქრად ევროპარკის ხუთ მოსაწვევს მიიღებს. ფოტოკონკურსს რუსკა მაყაშვილმა დაუჭირა მხარი. „პეპი ჩემი საყვარელი პერსონჟია, სადაც პეპია მეც იქ ვარ.“ News.ge-სთან ინტერვიუში თქვა რუსკამ.

იხილეთ ვიდეო —————-> http://news.ge/ge/news/story/20167-fotokonkursi-originaluri-pepi

სრული ფოტოსესია

კადრს მიღმა ანუ Backstage

კატო-“შუა ქალაქში”


https://rusudanmayashvili.wordpress.com/2012/06/17/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-3/
 აი ამ პოსტში, რომელიც ერთი კვირის წინ დაიდო არავინ იცოდა თუ რა როლს ითამაშებდა რუსკა მაყაშვილი ქართულ სერიალ “შუა ქალაქში”, მაგრამ გუშინ იმედის ტელეეკრანებზე გამოჩნდა რუსკა, რომელიც ასრულებს ნიკას ძიძის როლს.(ნიკაც ერთ-ერთი პერსონაჟია ამ სერიალის).
კატო(ასე ქვია მას სერიალში) ახალი პერსონაჟია შუა ქალაქში, მაგრამ არავინ იცის კიდევ დიდხანს იქნება თუ არა.


მოდით დავახასიათოთ კატო:
პირველი გასაუბრების დროს იგი კეთილი და ნაზი ჩანდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არც ასეთი ნაზია:))))
კატო არის-მკაცრი, ჭკვიანი, ლამაზი და… მოდი თქვენ გააგრძელეთ.
მოკლედ რომ ვთქვა მე მომეწონა რუსკას თამაში ამ სერიალში და ვფიქრობ რომ როლს თავი არაჩვეულებრივად გაართვა. 

ამ სერიის ყურება შეგიძლიათ აი აქ—-> http://www.iptv.ge/en/imedi-videos/imedi-shua-qalaqshi

როგორ??:)
როგორ??:)

სურათები ამოჭრილია ჩვენი გვერდის მიერ, თუ შეიძლება ნუ გადააკოპირებთ.

რამოდენიმე წესი ჩვენ გვერდზე!

ჩვენ გვერდზე შემოსვლისას , ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ რამოდენიმე წესი:
1. ყველანაირი ცინიკური კომენტარი წაიშლება. ცინიკურ კომენტარში ვგულისხმობ ეგრეთწუდებულ “ცუდი სახის კომენტარებს” და არა კრიტიკას…
მაგ: “ძაღლი ჯობია, რას გავს “ და ა.შ ეს ყველაფერი წაიშლება ხოლო “არ მომწონს,” და მსგავსი ადამიანური ფორმით გამოხატული კრიტიკა აუცილებლად რაჩება კომენტარებში.
2.რეკლამა
ყველანაირი სახის რეკლამა რაც იქნება დაპოსტილი პოსტის სახით და კომენტარებში ეწერება კომენტარის სახით იქნება წაშლილი ადმინისტრაციის მიერ, რადგან ეს არის ოფიციალური გვერდი და ინფორმაცია უნდა ეხებოდეს მხოლოდ რუსკას.
თუ მაინცდამანინც შეგიძლიათ “შეტყობინებებში” გამოგვიგზავნოთ თქვენი გვერდის ლინკი, და შემდეგ ადმინისტრაცია გადაწყვეტს გამოქვეყნდეს თუ არა ეს რეკლამა.
3.თუ კიდევ დაიწერება დამცინავი კომენტარები, კომენტარის დამწერს გავაფრთხილებთ, მაგრამ თუ ისევ გააგრძელა მსგავსი ქმედებები:დ დაიბლოკება ადმინისტრაციის მიერ , მასთან შეთანხმების გარეშე.

Image

და კიდევ ერთი!

ვერ გავიგე თუ რუსკა არ მოგწონთ, საერთოდ რამოტ შემოდიხართ მის გვერდზე?? გასაგებია, რომ გინდათ თვქენი აზრის დაფიქსირება, მაგრამ ეს შეგიძლიათ კულტურულად და არა დამცინავად გამოხატოთ. “ვაიმე, რას გავს, ატანა არ მაქვს ამ გოგოსი” და ა.შ. უბრალოდ დაწერეთ რომ არ მოგწონთ , ან საერტოდ არ დაათვალიეროთ სურათები და პოსტები! 
მაგრამ ვინმეს ხომ აუცილებლად უნდა დაცინოთ?!

შეიძლება შურია, შეიძლება არ არის, მაგრამ გამოხატეთ თვქენი აზრი ადამიანური ფორმით!