რუსკა მაყაშვილი ენჯელ.ჯი-სთვის

გთავაზობთ რუსკა მაყაშვილის ინტერვიუს საიტ ენჯელ.ჯისთვის:)

ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი
ვარსკვლავური ცხოვრება – რუსკა მაყაშვილი

სწავლა 2008 წელს დავასრულე და მეოთხე კურსზე ვიყავი როდესაც რობერტ სტურუამ მე და ჩემი მეგობრები მსახიობებად აგვიყვანა. 1 წლის შემდეგ კი გამოვიდა საქართველოს ბანკის რეკლამა, რომელიც ახალი სიტყვა იყო. სწორედ ამ რეკლამიდან დაიწყო ჩემი კარიერა. დღემდე რუსთაველის თეატრში ვარ.

როგორ მოხვდი რუსთაველის თეატრში ?
მეორე კურსზე ვიყავით როდესაც გვითხრეს, რომ კასტინგი იყო გამოცხადებული. გადავწყვტეთ წავსულიყავით, თვითონ რობერტ სტურუამ თქვა, რომ პატარები ვიყავით, მაგრამ საბოლოოოდ მიგვიღეს.

მაყურებელმა სწორედ ამ რეკლამით გაგიცნო. შემდეგ უკვე იყო ფილმი ოცნების ქალაქი. რას იტყვი ამ ნამუშევარზე ?                                             ”ოცნების ქალაქი” დათო იმედაშვილის მიერ იყო გადაღებული. ამავე პერიოდში ვმუშაობდი სერიალზე ” გოგონა გარეუბნიდან ” თუმცა სერიალი გამოსული არ იყო. ჯერ გამოვიდა ფილმი და უკვე შემდგომ პერიოდში მაყურებელმა სერიალში მიხილა.

                                                                                                                         ”გოგონა გარეუბნიდან ” – ამ სერიალმა ძალიან ბევრი რამ მოგცა. შენი წარმატება მეორე სეზონიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. უკვე დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გაიგივებს შენს პესონაჟთან. რას იტყვი ამ თემაზ?           

ეს არის მასა, რომელიც უკვე მაღიზიანებს. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი არც თეატრში და არც კინოში არ დადის. უკვე საკმაოდ ბევრი ფილმია გამოსული და შეუძლიათ ნახონ. ერთი კაცი მეუბნება არა ზუსტად ვიცი შენ ესეთი ხარ , რადგან ვერ ითამაშებდი ასე კარგადო. არა საერთოდ არ ვგავარ ამ გმირს.

 არ გაგიჭირდება ამ პერსონაჟის შექმნა?                                                                     არა არ გამჭირვებია. როდესაც ვფიქრობდი როგორი ყოფილიყო ეს გოგო მივედი იმ დასკვნამდე, რომ სასაცილო და ცანცარა შემდეგ უკვე მე თვითონ დავიწყე სხვადასხვა ხუმრობების შეგდება და მიხარია, რომ ხალხმა აიტაცა. ეტყობა კარგად ვთამაშობ, რადგან ფიქრობენ, რომ ვგავარ ჩემ გმირს. ერთადერთი რითიც ანჩოს ვგავარ არის ენერგია.

შენი ბოლო ნამუშევრებია ” სიყვარულის ბალადა ” და ანოს და ვანოს თავგადასავალი”, რომელ მათგანს გამოარჩევ და რომელ გმირთან უფრო ახლოს ხარ?                                                                                                                      პეპისთან უფრო ახლოს ვარ, რადგან პეპი ბავშობიდან ჩემი საყვარელი პერსონაჟია. თუმცა ჩემთვის საინტერესო იყო სიყვარულის ბალადა, რადგან განსხვავებული როლი იყო. ყოველთვის ვცდილობ რაღაც განსხვავებული ვითამაშო, რათა იმ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ მე ანჩოს ვგავარ რეალურ ცხოვრებაში გავუფანტო ეს აზრები. ამ ფილმით ხალხმა დაინახა, რომ მე სხვა როლის თამაშიც შემიძლია. და ვფიქრობ ბევჯერ დავამტკიცე, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო განსხვავებული.

ფილმში შენი პარტნიორი კახა კინწურაშვილი იყო. არ გაგიჭირდა მასთან ერთად თამამ სცენაში მონაწილეობა?                                თავიდან ცოტა სირთულის მომენტი იყო, რადგან ჩემთვის პირველი იყო მსგავს სცენაში მონაწილეობა. თუმცა ფილმი ისეთი იყო, რომ უყურებ , უყურებ და ბოლოში ესეთი სცენა, რომ არ ნახო ”გაგიტყდება”. აუცილებელი იყო ფილმი ასე დასრულებულიყო. არ გამჭირვებია კახას გამო,რადგან ჩემი უახლოესი მეგობარია.

შენთვის როგორც ხელოვანისთვის, რომელი უფრო ახლოა კინო თუ თეატრი?                                                                                                                        იცი ადრე, რომ გეკითხა გეტყოდი, რომ თეატრი , მაგრამ ახლა ორივე. ორივე ძალიან ახლოს არის ჩემთან. დიდი სიამუვნებით დავუთმობ მეტ დროს კინოს.

ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი

ახალი როლი

მონაწილეობა მივიღე ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში, სადაც პარტნიობას კახა მიწევს. ეს ფილმი გაგზავნილი არის სხვადასხვა ფესტივალებზე და ჯერ არ გვაქვს უფლება აქ გავუშვათ, თუმცაღა უახლოეს პერიოში მაყურებელი აუცილებლად იხილავს

” ცეკვავენ ვარსვლავები”– რუსკა მაყაშვილთან ერთად

მსახიობის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი სიახლეა. მსახიობობასთან ერთად წამყვანობაც მოირგო და სახალხო პროექტის ”ცეკვავენ ვარსკვლავების ” წამყვანი გახდა. მიიჩნევს, რომ კარგი წამყვანი სულაც არ ყოფილა პირიქით ბევრად უფრო მოირგებდა სტატუსს, თუკი მას ყოველ ოთხშაბათს მოცეკვავის როლში მოუხდებოდა რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგომა. მომავალ სეზონში დიდი სიამოვნებით მიიღებს ვარსკვლავის სტატუსით მონაწილეობას, თუკი შეთავაზება ექნება. ყველაფრის მიხუხედავად , ფაქტია, რომ რუსკამ წამყვანობასთან ერთად ცეკვაც კარგად აჩვენა და რუსთაველის თეატრის სცენაზე რამდენიმეჯერ შესანიშნავად იცეკვა.
პროექტის მანძილზე მისი ფავორიტი სამორი ბალდე იყო და რჩეულმაც გამარჯვებაც მოიპოვა. ფიქრობს, რომ სამორი მაგალითია თითოეული ადამიანისთვის. ” ის კეთილშობილების განსახიერებაა. არაჩვეულბრივი ადამიანია, რომელმაც ყველაფერს თავისით მიაღწია.” ..
მიიჩნევს, რომ ყველაფერი საკუთარი თავის რწმენით უნდა გააკეთო. ამ პროექტმა კიდევ ერთი დიდი გამოცდილება მისცა. როგორც თვითონ ამბობს პარტნიორებშიც გაუმართლა.

ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი

რუსკა პოპულარობაზე.

მისთვის პოპულარობას მთავარი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კარგად კეთებაა. როგორც თვითონ ამბობს არ ჰქონია გაპოპულარულების მიზანი, პირიქით ყველაფერი თაივისით მოხდა და დღესაც მუშაობს იმიტომ, რომ საკუთარი საქმე უყვარს.

იცი რა არის მთავარი? მე შემიძლია ვაკეთო კარგი საქმე. ჩემთვის არ ყოფილა მიზანი გავმხდარიყავი ცნობადი სახე, მთავარია ჩემი საქმე კარგად ვაკეთო. მივიჩნევ, რომ საქართველოში ვარსკვლავები ცოტა არიან! არ მომწონს, როდესაც ცნობად სახეს მეძახიან მე უბრალოდ ვარ ადამიანი, რომელიც საკუთარ საქმეს აკეთებს.

სხვა ვარსკვლავებისგან იმით განსხვავდება, რომ ისეთივე უშუალოა, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. საკუთარი გულშემატკივრები ძალიან უყვარს და თითოეული მათგანი მისთვის ახლოა. მუშაობა ყველასთან უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობა უადვილდება. არ იცის რა ელის მის გმირს მომდევნო სერიებში, რადგან სცენარს ჩაწერის დღეს სწავლობს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად წარსულში დაბრუნება და მშვიდი ცხოვრება არ სურს, დასვენებაც საკმარისი იქნებოდა თუნდაც 10 დღით. საყვარელი ბრენდი არ აქვს, საყვარელი მსახიობი – მერილ სტრიპი .

რჩევა ახლაგაზრდებს : იცი რა არის ? მთავარი არის იღბალი, ყველაფრის მიხუედავად. ასევე მთავარია გჯეროდეს და გიყვარდეს საკუთარი საქმის. როდესაც შენ პროფესიაში ხარ ძლიერი ყველაფერი გამოგივა. რაც მთავარია პოპულარობა მიზნად არ გაიხადოთ, რადგან აქ ყველაფერი მთავრდება. უბრალოდ გიყვარდეთ საკუთარი საქმე და იყავით ის რაც ხართ

ვარსკვლავური ცხოვრება : რუსკა მაყაშვილი


One thought on “რუსკა მაყაშვილი ენჯელ.ჯი-სთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s