გაზეთი “Prime Time”

რუსკა გაზეთ “Prime Time”-ში – 16.07.2012

რუსკა მაყაშვილი რაგბისტ სანდრო ნიჟარაძესთან ერთად გაზეთ “Prime Time”-ს ყდაზე მოხვდა. ჭორების ამბავი კარგად იცით და ეხლა რუსკას და სანდროს ახალი ჭორი მოუგონეს, რომ ისინი ერთად იყვნენ და ერთმანეთს ხვდებოდნენ🙂

“პრაიმტაიმმა” რუსკას და სანდროს ინტერვიუ ჩამოართვა. იხილეთ მათი ინტერვიუ და სურათები გაზეთიდან.

სანდრო – „ვიცი ეს ამბავი, დამირეკეს და მითხრეს. რუსკა ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ბავშვობიდან ვიცნობ. ივნისში ერთი ტურნირიდან 2 დღით ჩამოვედი და უცბად მოაბეს კუდები. თბილისში სულ ორი დღე ვიყავი და ისე მოხდა, რომ ერთ-ერთ დღეს ერთად ვიყავით და ჭორებიც, ალბათ, ამან გამოიწვია. ვისთანაც ვმეგობრობ, ყველასთან მასეთი რაღაც რომ გამივრცელონ, კარგად ყოფილა ჩემი საქმე“.

რუსკა – „ეგ ამბავი არ დაიჯეროთ. უკვე მეასეჯერ ვამბობ, რომ მე და სანდრო ბავშვობის ძალიან ახლო მეგობრები ვართ. მას და მის დას ანკასაც პატარაობიდან ვიცნობ, მაგრამ სანდროსთან ძალიან დავმეგობრდი. ერთი სამეგობრო წრე გვყავს. ერთი წელი წასული იყო და რომ ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, ვნახე, ძალიან მომენატრა და ახლა თითქმის სულ ერთად ვართ. ეტყობა ერთად რომ გვხედავენ დაასკვნეს, რომ სანდრო კარგი, სიმპათიური, პერსპექტიული რაგბისტი ბიჭი და მე ერთად ვართ. მეტი კარგი საჭორაო თემა რა გინდა? ეტყობა ისე მოეწონათ, რომ უნდათ თქვან, ერთად არიანო. უნდოდეთ, რა ვქნა, მე სულ ასეთ დღეში ვარ. არ მოგვწონს ერთმანეთი და რა გავაკეთო. კარგია, სიმპათიური ბიჭია, კარგი გოგო ვარ, მაგრამ, რა ვქნათ. ეს ამბავი რომ გავრცელდა ერთმანეთში იმდენი ვიცინეთ, რომ ვღრიალებდით, მაგრამ ძალიან სერიოზული სახე მიიღო უკვე ამ ყველაფერმა. მერე იტყვიან, ტყუილი ჭორები არ ვრცელდებაო. როგორ არ ვრცელდება, აბა, მე 55 წლის კაცის საყვარელი ვიყავი?

– ალბათ, სპორტსმენებთან ასოცირდები?

– ძალიან სასაცილოა, სპორტსმენებს ვერ ავცდიი? უკვე სპორტსმენებს მაწერენ. აღარ შემიძლია. ჯერ გიორგის სპორტი და ახლა კიდევ ამისი. ვაცხადებ, რომ მარტო ვარ და არანაირ ახალ ურთიერთობას ჯერჯერობით არ ვაპირებ და მით უმეტეს, სანდრო ნიჟარაძესთან, რომელიც ჩემი მეგობარია. ,

– გიორგის თემა სამუდამოდ დამთავრებულია?

– აუუ, გიორგისთან „ვსიო“… ერთი 5-6 თვის წინ რომ გეკითხა, თავს ასე გადავაგდებდი და დავიწყებდი მოყოლას, ჩემს და გიორგის შორის… და ა.შ. ახლა რაღა დროს გიორგია. მე უკვე მივხვდი, რომ ჩემთვის მარტო ყოფნა არ შეიძლება, რადგან სულ პროგრამაში ვარ და სულ ვიღაცასთან მაწყვილებენ. ახლა სულ ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ და არ მყავს შეყვარებული, საყვარელი მე არ მეყოლება, რადგან არ მივეკუთვნები იმ გოგოების კატეგორიას, რომლებსაც საყვარლები ჰყავთ. მე თუ მექნება ვინმესთან ურთიერთობა, ეს უკვე სერიოზული ურთიერთობა იქნება. მანამდე ასე მარტო ვიქნები. ყველაფერი დანარჩენი ჭორებია, დამირეკეთ ხოლმე  და მე მკითხეთ, ყოველთვის სიმართლეს ვამბობ.

– ამ ზაფხულს რას აპირებ?

– ახლა, ჯაზფესტივალზე მინდა წასვლა. ჩემ და ჩემი დის მეგობრებთან ერთად წავალ. გუშინ მე და სანდრო ვხუმრობდით, გოგოსთან ერთად ხელჩაკიდებული რომ დამინახონ, იმას იტყვიან, რომ გოგოებთან დავიწყე სიარული-მეთქი და იმედია, იქაც არ მომაწერენ, რომ გოგოებთან ერთად დავდივარ. სანდრო იქნება თუ არა ჯაზფესტივალზე, მაგ თემაზე მასთან არ მილაპარაკია. რომ ჩამოვალ, მერე, ალბათ, კვარიათში დავისვენებ, როგორც სამეგობრო წრე გადაწყვეტს, ისე იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s