ანკეტა – რუსკა მაყაშვილი

სახელი, გვარირუსკა მაყაშვილი

საქმიანობა: მსახიობი

 

1.    რომ არ ყოფილიყავი მსახიობი, იქნებოდი – მოცეკვავე.

2.    რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში, დავიბადებოდი – ლოს-ანჯელესში.

3.    ისრასაც არასოდეს გავაკეთებ – საყვარელ ადამიანს არ ვუღალატებ.

4.    ცხოვრებაში ყველაზე  მეტად მინდა, რომ –  მყავდეს ბედნიერი ოჯახი.

5.    ყველაზე მეტად არ მინდა – სიკვდილი.

6.    ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ  – გავმხდარიყავი მსახიობი.

7.    ის, რის(ვის) გარეშეც ცხოვრება არ წარმომიდგენია – დედაჩემის გარეშე.

8.    ჩემი მეგობრები ჩემთვის  –  ყველაფერია, მართლა!

9.    იდეალური კაცი ჩემთვის  – რომელიც არ იტყუება.

10.  ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში  ფეხები🙂

11.  ისრაც ყველაზე მეტად არ მომწონს ჩემს თავში  ძალიან გულუბრყვილო ვარ.

12.  მჯერა, რომ – “ოსკარს” ავიღებ.

13.  არ მჯერა, რომ   – “ოსკარს” ვერ ავიღებ🙂

14.  ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ – გულახდილობას.

15.  ყველაზე მეტად მეშინია – ყალბი ადამიანების.

16. ის, რაც მაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ მინდა – ახალგაზრდობა.

17. ისრაც არ მაქვს და  ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს  – ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაც არ მაქვს და  მინდა, რომ მქონდეს.

18. ფრაზა, რომელსაც ყოვედღიურ საუბარში ყველაზე ხშირად ვიყენებ – „ოპელი ვერ გევიგე?“

19. ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც მაქვს – მთვარეული ვარ :))

20. ყველაზე უხერხული სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩენილვარ– ძალიან ხშირია და ამიტომ არ მახსენდება.

21. ყველაზე ხშირად მავიწყდება  – რომ გოგო ვარ.

22. ყოველთვის უნდა მახსოვდეს  –  რომ გოგო ვარ🙂

23. არ ვიცი და მინდა ვიცოდე  –  ფორტეპიანოზე დაკვრა.

24. მინდა დამიმახსოვრონ  –  ისეთი, როგორიც ვარ.

25. სიმღერა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვღიღინებ  – ძირითადად, მაიკლ ჯექსონის სიმღერებს ვღიღინებ.

26. ისრისი თქმაც სულ მინდოდა და დღესთქვენთან ვამბობ –  რისი თქმაც მინდა, ყოველთვის ვამბობ.

27. წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი – „თამაში ჭვავის ყანაში“.

28. სცენაზე გასვლის წინ, ყოველთვის – პირჯვარს ვიწერ.

29. ნიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად მინდა, რომ ვფლობდე –   კარგად ვმღეროდე.

30. ზღაპრის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად ვამსგავსებ ჩემს თავს –  ბაბაიაგა🙂

31. რომ არ ვყოფილიყავი  რუსკა მაყაშვილი ვიქნებოდი – რუსიკო მაყაშვილი:)

by: News.ge

8 thoughts on “ანკეტა – რუსკა მაყაშვილი

  1. მინდა დამიმახსოვრონ – ისეთი, როგორიც ვარ. aii es kvelazemetad momewona!!!❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s